ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის არმია თანამედროვე სამხედრო ძალაა, რომელიც დღეს ევროპაში ბუფერულ ზონას და ბარიერს წარმოადგენს რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ.
"ვფიქრობ, ხალხმა სერიოზულად უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება მომავალში ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი უძლიერესი გარანტია. მე ვიტყოდი, რომ ეს უკრაინის არმიაა. ეს ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის", - აცხადებს ალექსანდრ სტუბი.
