თბილისში, ბარათაშვილზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 2 ადამიანი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირებისას, 2 ადამიანი დაიჭრა, ერთმა პირმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ფატზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება სსკ-ის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ფოტო არქივი