თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე გამოძახებაზე მისული "გლოვოს" კურიერი, თემო სიგუა დაჭრეს.
ფაქტი გუშინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, თემო სიგუამ შეკვეთა ადრესატამდე მიიტანა. უკან მობრუნებულს მას შემკვეთმა დაუძახა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად  იყო. უთხრა, რომ შეკვეთილ ლუდს ერთი ბოთლი აკლდა. რაზედაც კურიერმა უპასუხა, რომ შეკვეთა შეფუთული იყო და მისთვის უცნობია, რამდენი ბოთლი იდო შეფუთვაში. რის შემდეგ მას იარაღიდან ესროლეს.

გიორგი სიგუა დაჭრილია ფეხებში და მოთავსებულია ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია უტარდება.