ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ერთ-ერთ ჯგუფში თანამემამულეებს დახმარების თხოვნით მიმართავს .

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, დაიკარგა ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, რომელსაც ოჯახი 10 დღეა ვერ უკავშირდება.

„მეგობრებო, ხომ არავის გინახავთ ან სადმე შეგხვედრიათ შოთა ჭილაია, 10 დღეა ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ უკავშირდებიან. გთხოვთ, გადააზიარეთ იქნებ ვინმემ იცოდეს რაიმე“,- წერენ ჯგუფში.