ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი, მონიკა დანელია გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეუღლე, ვახო კუპრაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

“ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ის აქ არის. თანახმა ვარ, ვიცხოვრო და ვიბრძოლო ამ ჯოჯოხეთში, შენს გამო, ჩვენი პატარების გამო, უზომო სიყვარული გაგაჩნდა ჩემდამი და ჩვენი შვილების მიმართ. არასოდეს მომასვენებს კითხვა, როგორ შეძელი და მიგვატოვე…

 

იცი 4 წლის შვილს ვემალები რომ არ მკითხოს: დედა სად არის? მიყვარხარ სამუდამოდ.

 არასოდეს ვეცდები ვინმემ შენი თავი შემიცვალოს”.