ამ წუთებში ,  ხანძარია მარტვილში.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, ხანძარი ორ ლოკაციაზეა – წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე.

უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან  მოშორებითაა.

ჯერჯერობით,  უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.