ავარია ქედაში მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები. ინფორმაციას "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 4 დაშავებული ქედის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

2 პაციენტი, რომლებმაც ბათუმის სამედიცინო ცენტრს თვითდინებით მიმართეს, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.

ავარია სოფელ გობრონეთთან მოხდა.