"ჩემი სახელით, ჩემს Facebook მეგობრებს უგზავნის უხამსი შინაარსის აუდიო და ვიდეო მასალებს!",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, მზეკო  ჟვანია წერს და მეგობრებს აფრთხილებს:
 
 
 

"წარმოდგენა არ მაქვს,  ვინ არის ეს ნაბიჭ...ი,  რომელიც ჩემი სახელით, ჩემს Facebook მეგობრებს უგზავნის უხამსი შინაარსის აუდიო და ვიდეო მასალებს!
მე მხოლოდ ერთადერთი გვერდი მაქვს ამ პლატფორმაზე და არც არასდროს მქონია სხვა გვერდი,  მეგობრებო!
თუ, თქვენც ნინო კვარაცხელიას მსგავსად შემოგივიდათ მსგავსი ტიპის შეტყობინებები ამ ექაუნთიდან, დაბლოკეთ! მე არ ვარ და რომ გავიგებ ვინცაა,  მერე მეორედ მოსვლა მონაგონი იქნება!
ნინო, მადლობა ინფორმაციისთვის, შენ რომ არა,  ვერც გავიგებდი ალბათ კაი ხანს",- წერს მზეკო ჟვანია.