საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქ. დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3,9 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო მისი სიღრმე 41 იყო.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქ. დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3,9 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო მისი სიღრმე 41 იყო.
1767806218
საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის მთავარ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება.საშობაო ლიტურგიაზე, სადაც მრევლმა კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლე მოისმინა, ილია მეორე, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. აქცენტს აკეთებს მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დასრულდეს სისხლის ღვრა, ომი, პაექრობა ადამიანებს შორის, უიმედობა შური და ღვარძლი.სამების საკათედრო ტაძარში, ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა.
1767803278
დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს NATO-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე."ეჭვი მეპარება, რომ NATO ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს. ჩვენ ყოველთვის NATO-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
1767793385
მოყინული გზების გამო, პარიზში და დედაქალაქის გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდა. მოძრაობაც შეჩერდა, მუშაობას განაგრძობს მეტრო."France 24" წერს, რომ ბოლო დღეებში საფრანგეთში ამინდთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
1767792174
შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა.შვეიცარიის პროკურატურამ ბარ Le Constellation-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
1767785642
"სიხარულით გაცნობებთ, რომ ვენესუელას დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებული ნავთობს გადასცემს. ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე გავაკონტროლებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!ენერგეტიკის მინისტრს, კრის რაიტს, ვთხოვე, დაუყოვნებლივ განახორციელოს ეს გეგმა", - წერს ტრამპი.
1767785564
როგორც "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ იტალიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მელონიმ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების მიმართ.ამავდროულად, გაიმეორა იტალიის მთავრობის პოზიციის უცვლელი დებულებები გარანტიების საკითხზე. კერძოდ, უარი იტალიური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე.
1767785496
დაზარალებული დეპარტამენტი პასუხისმგებელია ადგილობრივ ობიექტებში ბირთვული მასალების დაცვაზე, მათ შორის, ტერორიზმისა და ქურდობის პრევენციის ზომებზე. როგორც წესი, ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ჩართული პერსონალის ვინაობა და პირდაპირი საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციის მიზნით.ატომური ავარიების ან ძლიერი მიწისძვრების მსგავს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, NRA-ს გარკვეულ თანამშრომლებს ეძლევათ კატასტროფების პრევენციის სმარტფონები და ვალდებულნი არიან ისინი ყოველთვის თან ატარონ. თუმცა, ინციდენტის საპასუხოდ, სააგენტომ თანამშრომლები გააფრთხილა, აღარ წაიღონ ასეთი სამსახურებრივი სმარტფონები საზღვარგარეთ.უწყების წარმომადგენელმა Kyodo News-ს განუცხადა, რომ სააგენტო გადახედავს შიდა წესებს, მათ შორის, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს სამთავრობო მოწყობილობების ტარების პოლიტიკას.
1767785156
მედიის ინფორმაციით, განცხადება დაძაბულობის გამწვავების ფონზე გაკეთდა, რადგან ვაშინგტონი ითხოვს ფარმაცევტული ფასების გლობალურ რესტრუქტურიზაციას ამერიკული ბაზრის სასარგებლოდ.საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის აღწერისას, დონალდ ტრამპმა თავისი თანამოსაუბრე ისე წარმოაჩინა, რომ მან სრულიად შეცვალა საკუთარი პოზიცია. ტრამპის თქმით, ემანუელ მაკრონმა თავდაპირველად კატეგორიული უარი თქვა, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერებმა."ზოგი მტკიცე იყო, ზოგი ძალიან კეთილი, ზოგი უხეში. მაგრამ ყველამ ერთი და იგივე თქვა: "არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ", - თქვა ტრამპმა. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ლიდერებს, სავაჭრო ტარიფების აწევის მუქარის შემდეგ დასათანხმებლად მხოლოდ "საშუალოდ 3.2 წუთი" დასჭირდათ.ტრამპის მტკიცებით, მაკრონმა შემდეგი სიტყვები უთხრა: "დონალდ, ეს შეთანხმებაა. სიამოვნებით გავზრდიდი წამლების ფასებს 200 პროცენტით. ეს დიდი პატივი იქნებოდა. როგორც გინდა, დონალდ".
როგორი ამინდი იქნება 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
1767084383
ჩვენ, მიგრანტებს აღარ ვაძლევთ ნებართვას იმუშაონ დაბალ კვალიფიციურ სამუშაოებზე, როგორიც არის კურიერები, ტაქსები და სხვა ასეთი ტიპის სამუშაოები - ჯონდი ბაღათურია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე
1766748276
ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
1767092967
ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი: "ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1300 ლარიანი სამსახური "მეამაში" გახდა ეჭვების საბაბი. მე რომ ვირივით ვშრომობ, ჩემი გაშავების ფაბულად აქციეს!"
1766928483
საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
1767084492