რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის რვა მონაწილე უკვე ცნობილია.

ბოლო დღეებია, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, "რუსთავი 2-ის" გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე ტელეწამყვანი, ნატა გულიაშვილი გახდეს. გულიაშვილმა სოციალურ ქსელში "პრაიმ ჰაუსში" გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა. მას უკვე ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. "ერთ-ერთი ძლიერი მონაწილე იქნები"... წარმატებები, ნატა",- წერენ კომენტარებში.

მეტი დეტალისთვის Mpress.ge კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ნატა გულიაშვილს. "პასუხს რამდენიმე საათში გაიგებთ",-გვეუბნება ტელეწამყავნი.

ცნობისთვის, რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონი დღეს, 25 სექტემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, 23:00 საათზე გავა.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/primehouse.reality/videos/332614339219936