ადგილობრივების ინფორმაციით, ლანჩხუთში, სოფელ ხორეთში , მეწყერი კვლავ ჩამოწვა.
" იწმინდება გზები, რომ შევიდნენ და მოხდეს მოსახლეობის გამოყვანა",- წერენ სოციალურ ქსელში
სხვა დეტალები უცნობია.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ლანჩხუთში, სოფელ ხორეთში , მეწყერი კვლავ ჩამოწვა.
" იწმინდება გზები, რომ შევიდნენ და მოხდეს მოსახლეობის გამოყვანა",- წერენ სოციალურ ქსელში
სხვა დეტალები უცნობია.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარს.
1790847391
მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღინიშნა, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის რისკი და ლევან ახობაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი 6 ოქტომბერს ჩაინიშნა.ახობაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც მოხელის მიერ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფულის მოთხოვნა/მიღებას გულისხმობს.
1790846279
ცნობისთვის, ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე, მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება გუშინ სცადა.ლაინერმა საუდის არაბეთში, საგანგებო დაშვება განახორციელა.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ნეთანიაჰუს ესაუბრა და, მისი ინფორმაციით, მეორე პილოტმა შესაძლოა კაპიტანი დანით დაჭრა. ტრამპის თქმით, კაპიტანმა, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კარი გააღო და თვითმფრინავის კონტროლის შენარჩუნება შეძლო."ეს წარმოუდგენელი ამბავია. ამ შემთხვევის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუს ვესაუბრე. როგორც ჩანს, მეორე პილოტი, შესაძლოა, ტერორისტი ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. მან კაპიტანი დანით დაჭრა. პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა საოცარი გამბედაობა გამოიჩინა და კარი გააღო. მოგეხსენებათ, ეს კარები ფოლადისაა და მათი გარედან გაღება შეუძლებელია. ეს არის ამბავი, რომელიც მე მოვისმინე. არ ვიცი, თუ რამდენად ზუსტია, მაგრამ სწორედ ასე მომიყვა ბიბიმ", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
1790844781
აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და სასწავლო დაწესებულებები.დარტყმა განხორციელდა ოდესაზეც, დაზიანებულია ბიზნეს-ცენტრი, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
1790843179
ცნობისთვის, ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე, მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება გუშინ სცადა. ლაინერმა საუდის არაბეთში, საგანგებო დაშვება განახორციელა.ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე პილოტს ამჟამად საუდის არაბეთში კითხავენ და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, შესაძლოა, თავადაც ჩაერთონ პროცესში. ნეთანიაჰუს შეფასებით, ისრაელი 11 სექტემბრის მსგავსი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა."დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. თავდამსხმელ პილოტს ამჟამად საუდის არაბეთში კითხავენ. ვფიქრობ, მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ. თვალს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას და, შესაძლოა, პროცესში თავადაც ჩავერთოთ. ასე რომ, ყველაფერს გავარკვევთ. ფაქტობრივად, 11 სექტემბრის მსგავსი კიდევ ერთი ტერაქტის საფრთხის წინაშე ვიდექით", - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
1790843139
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას თქმით, ბერა ივანიშვილის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან იცისწამება არავის უნდა ეპატიოს."მიზანმიმართული გაშავების პოლიტიკა, მიზანმიმართულად სიცრუის კამპანიაა განსაკუთრებულად ამ ოჯახის მიმართ და ბუნებრივია, შეუძლებელია, როცა ასე გაბრალებენ, როდესაც ეს არის დაფინანსებული და ეს ბუნებრივია ორკესტრირებულია ამ ოჯახის წინააღმდეგ, შემდეგ ეს ინიციატივა მისასალმებელია. დიახ, არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. ის, ვინც გაბრალებს, კეთილი ინებოს, წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს. მგონია, რომ ეს შედეგსაც მოგვცემს და შემდეგში ვინმე რომ დააპირებს რაღაც სიცრუის დაბრალებას, კეთილი ინებოს, ან დაამტკიცოს ან პასუხი აგოს ამ სიცრუეზე", - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
1790843076
მედიის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი, რომელთა დაჯილდოებასაც პრეზიდენტი რეკომენდაციას უწევს, არიან იანივ ჰაიუნი, ცვიკა მანესი და ასაფ რაჯუანი. ისინი კაბინაში შევიდნენ და მეორე პილოტი გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მან კაპიტან სმიტ მაჩჩარს დანით დაარტყა. ასევე, ის ჯილდოზე რეკომენდაციას უწევს ექიმ შოთა მუსაევს, რომელმაც კრიტიკულად დაშავებულ მაჩჰარის სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი სიცოხლე გაადაარჩინა."ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი დასახმარებლად მაშინვე გაემართნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გაანეიტრალეს, რითაც საკუთარი სიცოცხლე რეალურ საფრთხეში ჩაიგდეს მაშინ, როცა ჰაიუნი თვითმფრინავის მართვის პულტს აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს სიცოცხლის გადამრჩენი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლო, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვებოდა", - ჰყვება ჰერცოგი.
1790842636
ივანიშვილის თქმით, მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. იმის გამო რომ არც მას და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა მან უკვე მიმართა ადვოკატს. ბერა ივანიშვილის უფლებებს დავით ასათიანი დაიცავს."ადამიანის პირადი ღირსება, მისი საქმიანი რეპუტაცია, მისი კარგი რეპუტაცია ისეთი ხელშეუვალი უფლებებია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი დაცვა, როცა ადგილი აქვს ზღვარგადასულ ცილისწამებას და ცრუ, ყალბი ფაქტების გავრცელებას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ბერა დაამტკიცებს სასამართლოში, რომ ის ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის სრული ცილისწამება, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე, ყალბი ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ უკვე მომზადების ეტაპზე გვაქვს ის სამართლებრივი დოკუმენტები, რითაც მივმართავთ სასამართლოს, შესაბამისი მედიასაშუალებების და იმ პირების მიმართ, რომელთაც გავრცელეს აღნიშნული ცილისწამება. ცილისწამების წინააღმდეგ სარჩელების ვადა საქართველოს კანონმდებლობით 90 დღეა განსაზღვრული. ჩვენ ნამდვილად არ დაველოდებით ამ ვადის ამოწურვას", - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.
1790840067
ამასთან, ხუთშაბათიდან შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების საფასური 20-ჯერ გაიზრდება. მედიის ცნობით, ტოკიოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საიმიგრაციო ცენტრში ასობით ადამიანი იდგა რიგში იმ იმედით, რომ ფასების ზრდამდე ყველა ფორმალობას დაასრულებდნენ.მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას მოსახლეობის სწრაფი დაბერების პრობლემა აქვს და ბევრ სექტორში მუშა ხელის დეფიციტს განიცდის, იმიგრაციის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება, რამაც ტაკაიჩის მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებისკენ სწრაფვა გამოიწვია."იაპონიაში უცხოელი რეზიდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავრობა აწყდება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი მოქალაქე შფოთვას და უსამართლობის განცდა აქვს", - განაცხადა ტაკაიჩიმ კვირას X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში და დასძინა, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან "მოწესრიგებული თანაარსებობის" უზრუნველყოფისთვის ზომებს იღებს.
იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება - საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება
1790831766
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა - Reuters
1790598350
"არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს" - დაკავებულ ბებიას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
1790582110
Financial Times: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს დაგლოკავენ - მათ ულტიმატუმი წამოაყენეს
1790679860
აკაკი ალადაშვილი ანტიაფხაზურ განცხადებებზე: ეს კეთდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული
1790582056