გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ კაცს, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს, რომელმაც ქალაქ გერაში ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, - ინფორმაციას გერმანული მედია  ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  მომხდარის შემდეგ მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. რაც შეეხება დაზარალებულს, ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა  ჩააქრო.

მძიმედ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 როგორც მედია წერს,  პოლიცია დამნაშავეს აქტიურად ეძებს, აქვეყნებს დეტალებს მის შესახებ და მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მას ნახავენ, პოლიციაში დარეკონ.