გორში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მანქანა ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა იგი გზის გადაკვეთას ცდილობდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.