ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი,  დავით ქაცარავა  ავრცელებს.

"დღეს საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ნაწილში გაჩნდა საკმაოდ დიდი ხანძარი. 

რა თქმა უნდა, ოკუპანტები ჩვენს სამაშველო სამსახურს ახლოსაც არ მიუშვებენ, თვითონ კი ჩაქრობის შნო არ გააჩნიათ. 

სამწუხაროდ, ხანძრის კერები ამჟამადაც აქტიურია. 

იმედი დავიტოვოთ, რომ ხანძარი თვითლიკვიდირდება და ჩვენს დროებით ოკუპირებულ ბუნებას დიდი ზიანი არ მიადგება,"-წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

 

ფოტო:არქივი