წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე (4 ივლისი) შესაძლოა მილიონობით ამერიკელისთვის რეკორდულად ცხელი იყოს, რადგან ძლიერი სიცხის ტალღა შეერთებული შტატების ნახევარზე მეტს მოიცავს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხუთშაბათს, შუადასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე სახიფათოდ მაღალი წნევა კვლავ შენარჩუნდება. შაბათისთვის, 300-ზე მეტი რეკორდის დამყარებაა მოსალოდნელი, მათ შორის, დღის მაქსიმალური და ღამის მინიმალური მაჩვენებლების.

„ეს უკიდურესად საშიში პირობებია“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ზორან მამდანიმ.

ხუთშაბათს, ქალაქში ტემპერატურამ 37.7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც 1966 წელის იმავე დღეს იყო დაფიქსირებული. პარასკევს, ტემპერატურამ შესაძლოა 37.7 გრადუსს გადააჭარბოს და სიცხის ინდექსი კიდევ უფრო მაღალი იქნება.