საფრანგეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ერთდროულად ტყის ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან.
უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლებიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ყველაზე რთული ვითარება პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი სანაპიროს და ოქსიტანიის რეგიონებშია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქვეყნის მასშტაბით 1 200-მდე მეხანძრეა ჩართული, თუმცა პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სტიქიის მთავარ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და გვალვა სახელდება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთში 11-დღიანი რეკორდული სიცხე დაფიქსირდა, არაერთ რეგიონში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა.
