მარნეულში, მუშა მშენებარე ბინიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.