მართლმადიდებლური სამყარო დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიძინების ხსენების დღეს აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ვერის ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
"გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს, წმ. მოციქულის, მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას. ასევე აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა, ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის პორტაიტისას ზუსტი ასლი. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ჩამოაბრძანა და სიონში არის დაბრძანებული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.
