დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

"ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს-"სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით, სჯობს,  თვად ვაღიარო:
მაშინაც აქ ვიყავი მე საცოდავი, შევარდნაძის დროსაც აქ ვიყავი და ახლაც აქ ვარ... 
ის კი არადა,  გადაწყვეტილი მაქვს, ოქტომბერში ვინც გაიმარჯვებს, მასთან ვითანამშრომლო. მე დავიღალე ყველა მთავრობასთან ბრძოლაში. ცოტა მოვჩათლახდი და დასვენება მინდა. აწი თქვენ იბრძოლეთ!