უბედური შემთხვევა მოხდა რამდენიმე საათის წინ  ზუგდიდში, სოფელ დარჩელში.

როგორც ირკვევა, 34 წლის სტიქაროსანს, ზვიად ოთხოზორიას დენმა დაარტყა და დაიღუპა.

"მთელი სამეგრელო იწვის ამ ტრგაედიით.... . დავკარგეთ  ჩვენი უთბილესი ბიჭი, ზვიადი. დენმა დაარტყა სახლში",-აცხადებენ ადგილობრივები.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.