"მის პირვანდელ გულანთებულ პროტესტს მხარს ვუჭერდი და ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მერე შეეშალა რაღაცები",-ასე  ეხმაურება ადვოკატი ლაშა გოლუბიანი ვარლამ გოლეთიანის დაკავების ფაქტს.

"ვერიდებოდი ამ თემას შეხებას, მაგრამ ნუ გამოგყავთ გმირად ეს ვარლამი. მის პირვანდელ გულანთებულ პროტესტს მხარს ვუჭერდი და ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მერე შეეშალა რაღაცები.!

ახლაც შეცდომაში შეჰყავს ხალხი და არანაირი რაჭის ტყე არ გაყიდულა!

რაც შეეხება მის დაკავებას, ციხისთვის არ მემეტება და აუცილებლად გამოუშვებენ უახლოეს მომავალში. ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული!!!", - წერს გოლუბიანი.

შეგახსენებთ,  გოლეთიანი 18 ნოემბერს,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე,  ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასევე, აქციაზე პოლიციამ კიდევ ათი პირი დააკავა.

ამ დროისთვის ყველა  მათგანი გათავისუფლებულია.