ოზურგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

შემთხვევა სოფელ ნატანებთან,  ცოტა ხნის წინ  მოხდა.

როგორც რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, არავინ დაშავებულა.

“ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა“,_ ამბობენ “საქართველოს რკინიგზაში”.