შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციელის დღეს ღონისძიებით აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.