"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ",  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ.