„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი  საზეიმო მსვლელობას შეუერთა, სადაც მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში,  აღევლინა პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. 

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლებისადმი პატივისცემის დღეს. მრავალს დაესწარით! ვულოცავ სრულიად საქართველოს.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს. სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი მშობლებისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი.

მე პირადად, მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღეს აქ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს მომავალზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნოთ და პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებსა და მშობლებს“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ.