ცოტა ხნის წინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.