ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, კაცი ტრაგიკულად დაიღუპა. 

როგორც "აჭარა თაიმსი" წერს, კაცი კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა.

სამწუხაროდ, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

სხვა დეტალები უცნობია.