ცოტა ხნის წინ,  დაპირისპირება იყო თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  სერგი ბზიშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

„პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, ესროლეს კვერცხები, კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, ასევე შერაცხმყოფებლად მიმართავდნენ პოლიციელებს. აღნიშნულიდან გამომდიბარე, დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ.

დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.