"ვემშვიდობები geo news-ის გუნდს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთად ბევრი რამ გავიარეთ და გავუძელით",- ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი გუნია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წასვლის გადაწყვეტილება რთული აღმოჩნდა.
"ვემშვიდობები geo news-ის გუნდს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში , ერთად ბევრი რამ გავიარეთ და გავუძელით, თუ რა, აღარ დავაკონკრეტებ , ეს ისედაც ყველამ კარგად იცის...
ამ მენეჯმენტის პირობებში მქონდა სრული ჟურნალისტური თავისუფლება, ზოგს ეს მოგწონდათ, ზოგს - არა.
ჩემი თითოეული გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია ამ პროფესიაში, ეფუძნებოდა მხოლოდ ერთს - აუდიტორიის სწორ ინფორმირებას!
მადლობა გუნდის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის,მადლობა ჩვენს აუდიტორიას და რესპონდენტებს, რომლებიც იყავით ჩვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერა დიდი იყო იმ მძიმე დღეებში.. თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება სიახლეების დრო და ამ კუთხით, გამონაკლისი არც მე ვარ.
რთულია, მიმეღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებელი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, წარმატებები geo news-ს და მის გუნდს. მე და იმ გუნდმა, რომლის წევრიც ვიყავი, ბევრი შრომა და უძილო ღამე ჩავდეთ ყოველდღიური მოვლენების გაშუქებაში... ის, რაც ამ პროფესიამ მასწავლა, არის რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე...
P.S მალე კი ახალ სივრცეში შევხვდებით!",- წერს ჟურნალისტი.
ირაკლი გუნიას წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა geo news-ის დამფუძნებელი, ქეთი ხომერიკი:
"Geo news-ი პროფესიულ წარმატებას უსურვებს ირაკლი გუნიას. ირაკლი ჩვენი გუნდის წევრი იყო საკმაოდ რთულ პერიოდში, რა დროსაც ერთად ვშრომობდით ჩვენი ჟურნალისტური სრულყოფისათვის. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს იმ ტიპის გარემოებები, რომლებიც ობიექტურად ჩვენი კონტროლის გარეთაა. ამიტომაც, პატივს ვცემთ ირაკლის გადაწყვეტილებას და გულდაწყვეტით ვემშვიდობებით მას. წარმატებები იკას".