სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის საქმიანობას  ადგილობრივები  დადებითად აფასებენ.

mpress.ge-მ აღნიშნულთან დაკავშირებით, სამტრედიაში ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. რესპონდენტების თქმით, სამტრედიაში ბოლო წლებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა  სამუშაობი, განსაკუთრებით კი  ინფრასტრუქტურული.

"მისასალმებელია, რომ სამტრედიაში ბევრი რამ გაკეთდა, მიმდინარეობს და იგეგმება. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. დარწმუნებულები ვართ, რომ დავით ბახტაძე მომავალშიც ასე გააგრძელებს მუშაობას ქალაქის და ადგილობრივების საკეთილდღეოდ",- ამბობენ რესპონდენტები.

დავით ბახტაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს 2021 წლიდან იკავებს.