27 წლის ბლოგერი, კეროლ აკოსტა ჭამის დროს დაიხრჩო.

გარდაცვალების ფაქტი მისმა დამ დაადასტურა. ინფორმაციას New York Post-ი  ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მას საკვები გადასცდა და ჰაერის უკმარისობის გამო გული გაუჩერდა.

Instagram-ზე, აკოსტას 6,7 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ახალგაზრდა ქალი თავის ბლოგში ბოდიპოზიტიურობაზე და საკუთარ თავზე ჰყვებოდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.