რიკოთის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ტრაილერი გვირაბის შესასვლელთან ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
რა გახდა ავტომობილის ამობრუნების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევის გამო, დასავლეთ საქართბველოსკენ მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
