ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სამტრედიაში დაკარგულ 72 წლის, კონსტანტინე არველაძეს. 

შეგახსენებთ,  კონსტანტინე არველაძე სახლიდან(სოფელ ჭაგანიდან)  26 თებერვალს  გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო მამაკაცი.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცს  დემენცია აქვს.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.