საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
1751487024
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2029 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2155 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.
1751486215
ყველაზე მაღალი ტემპერატურა გაგრასა და სოხუმში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი, გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი. გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +23 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +22 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +21 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +18 - წვიმაახალციხე +17 - წვიმაბორჯომი +14 - წვიმაბაკურიანი +11 - წვიმაგორი +18 - წვიმაცხინვალი +16 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +18 - წვიმარუსთავი +20 - წვიმათბილისი +19 - წვიმა
1751485978
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სამგორი-2 დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის, კობახიძის და მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, მაჭავარიანის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩებისმოსახლეობასგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
1751484555
მელბურნის აეროპორტში, ბრისბენის მიმართულებით მიმავალ Virgin Australia-ს თვითმფრინავის ბორტზე გველი მაშინ იპოვეს, როდესაც მგზავრები თვითმფრინავში სხდებოდნენ.გველების დამჭერის, მარკ პელის თქმით, სანამ ბნელ საბარგულში გველს მიუახლოვდებოდა, მას ის შხამიანი ეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეპტილია 60 სანტიმეტრის სიგრძის, უვნებელი ხის გველი იყო."მხოლოდ მას შემდეგ, რაც გველი დავიჭირე, მივხვდი, რომ ის არ იყო შხამიანი. მანამდე ის ძალიან საშიშად მეჩვენებოდა“, - თქვა პელიმ.
1751478542
პროკურორებმა ქომბსი დაადანაშაულეს სექს-ტრეფიკინგის მართვისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით ცნობილი ადამიანის სტატუსისა და ბიზნეს იმპერიის გამოყენებაში.12 ნაფიც მსაჯულისგან შემდგარი კოლეგია, 13 საათის განმავლობაში მსჯელობდა, სანამ ქომბსს ხუთი ყველაზე სერიოზული ბრალდებიდან სამში გაამართლებდა.ამასთან, რეპერმა აღიარა ოჯახში ძალადობა, მაგრამ უარყო ნებისმიერი სახის სექსუალური კავშირი ან უფრო დიდი თაღლითური სქემა.
1751469291
როგორც გახარია აღნიშნავს, ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა პერიოდულად – რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ადგილი მზადდებოდა ბორდერიზაციისთვის. ეს ქმნიდა რისკებს. საოკუპაციო ძალები შედიოდნენ ტყეში, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს.მისივე თქმით, საგუშაგოების განთავსების გეგმა 2018 წლის ბოლოს შემუშავდა და 2019 წლის დასაწყისიდან განხორციელება დაიწყო. გეგმით განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს საგუშაგოების განთავსება აუცილებლობად მიაჩნდათ."ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თვლის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პოლიტიკური დევნისთვის — ეს ერთი. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შს მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ აქციეთ და დამსმენად აქციეთ.ახლა, რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს - პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი (რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა) და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა.შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან, მათ შორის EUMM-იც, სუსიც, “გედედეს” შესაბამისი დანაყოფებიც , რომლებიც პერიოდულად (რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ეს შეუძლებელი იყო) იქ იმყოფებოდნენ - აღმოჩენილი იყო ნიშნები იმისა, რომ ეს ტერიტორია ბორდერიზაციისთვის საოკუპაციო მხარეს მიერ მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ის რისკები, რის შედეგადაც იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ - ზოგს უშვებდნენ.ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებდა. ეფექტური კონტროლი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ოკუპირებული ტერიტორიიდან, ამ ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ სრულად ვაკონტროლებდით ტერიტორიას და ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიაზე შემოდიოდნენ საოკუპაციო ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშვნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ ამყარებდნენ მწვანე საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, ანუ სასაზღვრო მონიშვნებს.რამდენიმე მაგალითი არსებობს დაკავებების შესახებ. ერთი იყო 2019 წელს, რამდენიმე 2018 წელს. ზუსტად ამ ტყეში დააკავეს მონადირე, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს, მაგრამ უთხრეს: “ჩადი სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ”. ეს ყველაფერი EUMM-ის მასალებშიც არსებობს და სუს-ის მასალებშიც.როდესაც სამი მიმართულებით არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებს ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, სწორედ ამ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. საგუშაგოების ჩადგმის გეგმაზე, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველოს “გედედეს” წარმომადგენლებს, ისევე როგორც EUMM-ის წარმომადგენლებს, ჰქონოდათ შესაძლებლობა შეფერხების გარეშე ჩაეტარებინათ პატრულირება, რასაც ვერ ვახერხებდით და აღგვედგინა ეფექტური კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე.საქართველოს მოსახლეობას და მაყურებლებს მინდა ვუთხრა: ჩვენ ვსაუბრობთ საოკუპაციო მხარეზე, მაგრამ ამ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ამ ინფორმაციის დამუშავებას - ეს ინფორმაცია არ დაწყებულა ერთი ან ორი კვირით ადრე. პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შეიქმნა გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც საგუშაგოების განთავსების აუცილებლობა არსებობდა.მას შემდეგ, რაც ვერ ვახორციელებდით პატრულირებას, ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამ პატრულირების აღსადგენად დაიგეგმა საგუშაგოების განთავსება. შეიქმნა გეგმა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც სუსი და მისი ანალიტიკური სამსახური, ასევე შსს", - განაცხადა გახარიამ.
1751469006
წულუკიანის განმარტებით, გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო."თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“ - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ "ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“."ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.
1751467961
თეა წულუკიანის თქმით, ჩორჩანას მეზობლად მცხოვრებმა ელგუჯა ხარაზიშვილმა, საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ საგუშაგოს განთავსების შემდეგ, ტყით, რომელშიც სოფლის მოსახლეობა თავისუფლად შედიოდა, ვეღარ სარგებლობენ."აქ მოვიდა ელგუჯა ხარაზიშვილი, იქ [ჩორჩანასთან] ცხოვრობს ეს კაცი, როცა ამ კაცმა თქვა, მას მერე, რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა - საუბარი თქვენ მიერ იქ ჩადგმულ საგუშაგოზე, ამ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო, მანამდე შევდიოდით, სოფელი ვსარგებლობდით და ამ საგუშაგოს ჩადგმის მერე ვეღარ შევდივართო. შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?" - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს."არ მითქვამს და და არ ვიტყვი არასოდეს, ბატონი ელგუჯა, თქვენგან განსხვავებით ღირსეული ადამიანია." -აღნიშნა გახარიამ, ხოლო, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, "ანუ ვეღარ შედის [ტყეში] თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის მერე", გახარიამ უპასუხა: "ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა."
სამტრედიის ,,ქართული ოცნების” რაიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
1750511551
"ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მითხრა: ბატონო პრეზიდენტო, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ირანის საკითხის მოგვარებაში, მე ვუპასუხე, გააკეთე სიკეთე, მე მოვაგვარებ ირანის საკითხს და შენ დამეხმარე უკრაინასთან შენი კონფლიქტის მოგვარებით" -ტრამპი
1751098795
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო მეტსახელად “ყასაბი“
1751003833
მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც პატარა დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა
1750855902
"ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდის გამართვაზე და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ბრძანება შეასრულეს" - ვიქტორ ორბანი
1751204052