სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო.
ხანძრის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთებიც და ავეჯიც.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი , ამ დრომდე, უცნობია. დაზარალებულ ოჯახს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.