შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ახალგახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გუშინ, 23 სექტემბერს, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა.

მოზარდი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"მთავარი"