ადვოკატი პაატა შავაძე  ბათუმელ მოსამართლეს, ლევან ყოლბაიას სოლიდარობას უცხადებს.

"თავი დაანებეთ სასამართლოებს! თავი დაანებეთ ლევან ყოლბაიას, შესანიშნავ ადამიანს, ზეპროფესიონალს! თქვენ არ იცნობთ მას, თქვენ არ იცნობთ მის განაჩენებს! თქვენ არ გაცნობილხართ მის დასაბუთებას! ნუ ცდილობთ, ზემოქმედება მოახდინოთ მოსამართლეებზე! როცა არ გესმით სტანდარტები, ნუ იურისტობთ!! ათასჯერ განვაცხადე ეს! მოსამართლე შეიძლება, გააკრიტიკო! გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, შეიძლება, გააკრიტიკო, მაგრამ სასამართლო მტერიაო, ამის განცხადება ხომ მტრობაა თავის მხრივ??რას ნიშნავს პატიმრობის გადასინჯვაზე უარი თქვა? რას ნიშნავს პატიმრობის გაუქმებაზე შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო? ასეთ ტერმინოლოგიებს ჩვენ არ ვიცნობთ! არსებობს საპროცესო წესი პატიმრობის მიზანშეწონილობის რევიზიისა, (გადასინჯვა) სათანადო საფუძვლების არსებობისას შეგვიცვლია უკვე გამოყენებული აღკვეთის მკაცრი ღონისძიება ნაკლებად მკაცრით, თუმცა არასდროს იმ საფუძვლით თუ ვინ რას წარმოადგენს-ჟურნალისტია, ადვოკატი, მინისტრი თუ მძღოლი.. ჩვენთვის არ არსებობენ კანონზე მაღალი ავტორიტეტები და ეს უნდა იცოდეთ!",-წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.