ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა,- ინფორმაციას "მთავარ არხი" ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.