თბილისის რამდენიმე ქუჩას 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია "თელასი" კონკრეტული გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  გლდანის, მეტრო „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების II, IV მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლის,  თემქის დასახლების XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის,  შატილის, თიანეთის, ბაბიძის, გამყრელიძის, ხორნაბუჯის, კაკაბაძის, ბუაჩიძის, გარიყულის, სიხარულიძის, ჩარგლის, ნინუას, ავშნის, მონადირის, გობრონიძის, ხევძმარის, ნიჟარაძის, რჩეულიშვილის, ქუთათელაძის, ჯანაშიას, ისააკიანის, ფირცხალავას, ავალიშვილის, ქუქჩიშვილის, ურეკის, აბანოს, აბაის და ბზვანელის ქუჩების მოსახლეობას.