ბრიტანელი წყვილი "გრანდ-კანალში" ბანაობის გამო ვენეციიდან გააძევეს. 

35 წლის ბრიტანელი და მისი 25 წლის რუმინელი შეყვარებული იძულებული გახდნენ, ვენეციაში ჩასვლის დღესვე ქალაქი დაეტოვებინათ და დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულიყვნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გონდოლიერებმა ადგილობრივ პოლიციას არხში ცურვის ფაქტის შესახებ შეატყობინეს.

ვენეციის პოლიციის ცნობით, წყვილი 450 ევროს ოდენობით დააჯარიმეს და ვენეციიდან 48 საათით გააძევეს.

მედიის ცნობით, ეს წელს ტურისტების დაჯარიმების 1 136-ე შემთხვევაა.