შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა, 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.