"ნეტფლიქსის" დოკუმენტური სერიალის, "ტინდერ სვინდლერის" გმირი და მსოფლიოში ცნობილი თაღლითი, საიმონ ლე-ვაევი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ის ბათუმის აეროპორტში აიყვანეს. ინფორმაციას "იერუსალიმ პოსტი" ავრცელებს.

დაკავების ფაქტი "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყება განმარტავს, რომ ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

35 წლის საიმონ ლე-ვაევი ისრაელის მოქალაქეა, ის არაერთ თაღლითურ დანაშაულშია ბრალდებული, მასშტაბის გამო, მასთან დაკავშირებულ რეალურ დანაშაულებრივ ფაქტებზე "ნეტფლიქსმა" 2022-წელს დოკუმენტური სერიალიც გადაიღო.

ლევაევი ქალებს ტინდერით უკავშირდებოდა, ნდობაში შედიოდა, ეცნობოდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლე-ვაევის მემკვიდრე, შემდეგ კი სხვადასხვა სქემით ფულს სძალავდა.