დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში,  სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის  ინფორმაციით, ბავშვები ცხოვრობდნენ ბებიასთან ერთად, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
 

"მშობლები ზუგდიდში წავიდნენ, ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია, დახმარების სათხოვნელად, მეზობლებთან გაიქცა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მთელი სოფელი გლოვობს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.