6-დღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად,მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მესამე ცხედარიც იპოვეს.

როგორც ირკვევა, 16 წლის საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. 

დღეს ამავე ლოკაციაზე იპოვეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც, ორი დღის წინ კი, 16 წლის გოგონას, ეკა ვიბლიანის ცხედარი.

შეგახსენებთ, ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ,მდინარეში 2 მაისს გადავარდა.