ადვოკატი პაატა შავაძე მზადაა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო თანამდებობა.
როგორც პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებაა.
"უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში-ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის რექტორის მაღალი , საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობის დასაკავებლად!8 გამოცდილება ხელს მიწყობს-16 წელი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში იურისტთა აღზრდის უმძლავრეს კერას, ბათუმის იურიდიულ აკადემიას ვხელმძღვანელობდი, სადაც იურისტთა თაობები აღვზრარდე. იურისპრუდენციაში 40 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის , მათ შორის მონოგრაფიული კვლევების, სახელმძღვანელოების ავტორი თუ თანაავტორი ვარ, გახლავართ საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
მაშ ბრძოლაში შემართებულად ვერთვები და პროგრამასაც მალევე წარვადგენ", -წერს პაატა შავაძე.
ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა გარკვეული ნაწილი აქციას მართავს. მათი თქმით,2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.