"ბიძინა ივანიშვილს, ყველაზე დიდი ამაგი ვინებზეც ჰქონდა, ზუსტად ისინი გამოდგნენ პირწავარდნილი და სამარცხვინო მოღალატენი!! გრცხვენოდეთ, ეტყობა იმ დიდი პატივისცემის ღირსებად ჩათვალეთ უღირსი და უტვინო თავები!! ასე გვემართება ადამიანებს! სიკეთე როგორ არ ვაკეთოთ იმის შიშით, რომ " სილას" სწორედ ნაამაგართაგან მივიღებთ?? ვის სჭირდება აწი თქვენი სუხიშვილობა, თქვენ ერისა და ხალხის დაუძინებელო მტრებო! დაიკარგეთ აქედან!:,-ამის შესახებ ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა.
„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ეს ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი.
გასაკვირია, რომ წელს კიდევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატანის იდეა, არაფერი არ არის შეცვლილი ერთ სიტყვის გარდა — „აგენტია“ ამოღებული და პრინციპში, იგივეა.
ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ქვეშ მოექცევიან, არ მიმაჩნია, რომ არიან უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები. პირიქით, ისინი იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ჩვენს ქვეყანაზე აზრს შეუცვლის“ ,- განაცხადა სუხიშვილმა 9 აპრილს, "ტვ პირველის ეთერში.