მოსამართლის მიმართ წყლის შესხმის ფაქტზე, შსს-მ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
1748849428
როგორც MPRESS.GE-ს შინაგან
საქმეთა სამინისტოში
განუცხადეს, გამოძიება
სისხლის სამართლის
კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო
და სასამართლოს
უპატივცემულობას
გულისხმობს. რაც
გამოიხატა
სამართალწარმოების
მონაწილის შეურაცხყოფით,
–ისჯება ჯარიმით ან
საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით
ას ოთხმოციდან ორას ორმოც
საათამდე ანდა ტუსაღობით
ვადით ორიდან ოთხ თვემდე.2025
წლის 30 მაისს თბილისის
საქალაქო სასამართლოში
მოსამართლე ირაკლი
შვანგირაძემ, "კოალიცია
ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი
ლიდერს ნიკა
მელიას,პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიაზე
გამოუცხადებლობის საქმეზე
აღკვეთის ღონისძიების
სახედ შეფარდებული გირაოს
შეცვლაზე იმსჯელა და
გირაოს გადაუხდელობის
გამო, ნიკა მელიას
პატიმრობა
შეუფარდა„მოკლედ ვიტყვი,
საზოგადოებამ რომ იცოდეს.
საღამოს 09:00 საათზე ვიყავი
ორი მანქანით ლისის
მიმდებარედ, სოციალურ
პლატფორმაზე გადაცემა
არის და მივდიოდი
მონაწილეობის მისაღებად.
იქ მისვლამდე მოხდა ჩემი
გატაცება და არა დაკავება.
გაგვაჩერა საპატრულო
პოლიციამ, მძღოლს სთხოვა
მართვის მოწმობა და ცხადი
იყო, რომ ყველაფერი
აინტერესებდა, მოწმობის
გარდა. ამ პროცესში მის
რაციაში გაისმა ხმა,
ობიექტი თუ იჯდა მანქანაში.
11 ადამიანი იყო სამარშრუტო
ტაქსიში, ვინც გამიტაცა.
არანაირი ნიშანი არ
ჰქონდათ, რომ ისინი
პოლიციელები იყვნენ. როცა
პირს აკავებ, უნდა
განუმარტო, რა ხდება. მე
გამიტაცეს გუშინ,
წამართვეს ტელეფონი.
ერთ-ერთს ჰქონდა სურვილი,
გაეხსნა ტელეფონი. არავინ
ვიცით, რატომ მოხდა ეს.
გუშინ თავი მოიკალით და
დღეს ჩანიშნეთ პროცესი.
ფორმალურად 12:00 საათამდე
მქონდა გირაოს გადახდის
ვადა, 09:00 საათზე გაიტაცეს ის
ადამიანი, ვინც ახლა
გელაპარაკებათ. ახლა
მეკითხებით, რატომ არ ვიხდი
გირაოს, მაგრამ არ
გაინტერესებ, რატომ ვარ აქ?
ან ვინ გამიტაცა? არათუ არ
იღებდნენ გატაცების
მომენტს, ჩემს ორივე
მანქანაში არის
ვიდეოჩამწერი, ოთხივე
ჩამწერი არის გატეხილი და
გატაცებული, რომ არ გენახათ
ჩანაწერი. ეს არის რეალობა,
რაც მოხდა და ახლა თქვენ
უნდა იმსჯელოთ, ვინ არის
მტყუანი და მართალი? რა
სამართალი უნდა დაადგინოთ
თქვენ? კითხვა არ
გიჩნდებათ, როგორ
აღმოვჩნდი აქ? ათასობით
ადამიანი მოჰყავდათ აქ
ნაცემი და დალეწილი, იმათ
არ ეკითხებოდით, ვინ აწამა
და ისე უშვებდით
პატიმრობაში“, – განაცხადა
ნიკა მელიამ სხდომათა
დარბაზში მოსამართლე
სხდომის დაწყებამდე ნიკა
მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ
არა მისი აცილების
შუამდგომლობა, რაზეც
მელიამ უპასუხა: „უდიდესი
სურვილია, ყველასი –
თქვენი, მურუსიძის,
ჩინჩალაძის. პროცესიდან
არა, ზოგადად, სისტემიდან,
ჯანდაბისკენ“.ნიკამელია
მოსამართლეს წყლის
ბითლიდან წყალი შეასხა, რის
შემდეგ ის დარბაზიდან
გააძევეს.