ანტალიის გრანდ სლემზე დღეს ძიუდოისტები 90-100 და 100 კგ და ქალთა 70 და +70 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ
 

90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველ წრეში იპონით სძლია ბელგიელ სამი ჩოუჩის, მეორეში კი უნგრელ როლანდ გოზთან ვაზარზე ვაზარით პასუხის შემდეგ მეორე ვაზარი გაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ნიკა ხარაზიშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელ ჯოვანი ფერეირას ორჯერ აუღო ვაზარი, მეორე წრეში ისრაელელი ლი კოჩნანი იპონიტ დაამარცხა, მესამე წრეში კი ორი ვაზარი გაუშვა ბელგიელი კარელ ფუბერტისგან და პულის ფინალში ვერ გავიდა.

ამავე წონაში მოასპარეზე ესპანელმა ტრისტან მოსახლიშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი პულის ფინალში გასასვლელ ორთაბძოლაში რუმინელ ალექს კრეტთან დამარცხდა.

1. ვან ტენდ ნოელი, ნიდერლანდები
2. ალექს კრეტი, რუმინეთი
3. ივაილო ივანოვი, ბულგარეთი
3. არტიომ ბუბირი, უკრაინა

100კგ წონით კატეგორიაში ომარ საურმა საწყისივე შეხვედრა წააგო  ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესთან.

ამავე წონაში გერმანელმა გიორგი უძილაურმა ფრანგ კენი ლივეზთან გამარჯვების შემდეგ პულის ფინალში გასასვლელი შეხვედრა წააგო კანადელ  შადი ელნაჰასისთან.

1. აარონ ფარა, ავსტრია
2. დანიელ ეიჩი, შვეიცარია  
3. კაილ რეიესი, კანადა
3. ბოჟან დოსენი, სერბეთი

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა პირველ წრეში ოქროს დროში იპონით დაამარცხა ალჟირელი მოჰამედ მეჰდი ლილი, მეორე წრეში ბრაზილიელ რაფაელ სილვას აგრეთვე იპონიტ სძლია, მესამე წრეში ვაზარით მოუგო გერმანელ იონას შრაიბერს და პულის ფინალში ასევე ვაზარით სძლია რუმინელ ვლადუტ სიმონესკუს.

ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი ძირითადი დროის ბოლო წამზე დამარცხდა იპონით ნიდერლანდელ ჯელე სნიპესთან.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ლევან მატიაშვილმა კორეელ უიჰიკ სონთან  შიდოებით წააგო.

ამავე წონაში აზერბაიჯანელი უშანგი კოკაური პირველივე შეხვედრაში დამარცხდა უკრაინელ ევჰენი ბალიევსკისთაბ

1. ჯელე სნიპე, ნიდერლანდები
2. როი მეიერი, ნიდერლანდები
3. უიჰიკ სონი, კორეა
3. იბრაჰიმ ტატაროღლუ, თურქეთი

ქალთა შორის +78 კგ

წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ხორვატი ივანა მარანიჩი იპონით დაამარცხა შემდეგ მერვედფინალში პორტუგალიელ როშელ ნუნიესთან დამარცხდა იპონით.

1. კაირა საიტი, თურქეთი
2. მილიცა ზაბიჩი, სერბეთი
3. რომანა დიკო, საფრანგეთი
3. ჰილალ ოზთურქიმ, თურქეთი