პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" "ჩელსის" 23:00 საათზე, "მეთლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.
პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" "ჩელსის" 23:00 საათზე, "მეთლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.
1759837308
"უვიზო მიმოსვლა "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ, მას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას."ასე ძალიან როგორ გინდათ (უვიზო მიმოსვლის შეჩერება)? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. "ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. "ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ.უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუკი ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ არ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
1759837247
მერკელის ინტერვიუ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა - მმართველ გუნდში მერკელის განცხადება არის იმის დასტური, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ამ სცენარის ერთ-ერთი ნაწილია."ანგელა მერკელის განცხადება არის სახელმძღვანელო ყველასათვის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ადამიანი, რა გამწარებულიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მიზეზით, უნდა გაითვალისწინოს, რომ არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ფარდის მიღმა მიმდინარეობს და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის ამ სცენარის ერთ-ერთი, მცირე, მაგრამ ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.ანგელა მერკელის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს კონსპირაციაზე, ბნელ გეგმებსა და ზრახვებზე, "დიფ სთეითის" არსებობაზე და ეს არ არის შეცდომები, ეს არის განზრახ ჩადენილი ქმედებები“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
1759835384
ხუთივე დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად.საკითხს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. თინა ბოკუჩავას თქმით, მიმდინარე პროცესი მძიმეა, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად."გუშინ ღამეც აიყვანეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ადამიანურადაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაც, ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ. ყველაფერი გაკვეთილად უნდა მივიღოთ - საკუთარი თუ სხვისი შეცდომები, იმისთვის, რომ წავიდეთ წინ მეტი ერთიანობით, პასუხისმგებლობით, ორგანიზებულობით, კოორდინაციით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1759834543
საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, თვეების განმავლობაში, სახელმწიფოს გადატრიალებით იმუქრებოდნენ, ხოლო 4 ოქტომბერს ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ."ის, რასაც პროკურატურა ედავება მხარეს და რა ბრალიც არის წარდგენილი, სწორედ ამ მოქმედებას გვიგეგმავდნენ და გვემუქრებოდნენ თვეებით ადრე, 4 ოქტომბრამდე.ფაქტობრივად, თითოეული მათგანი, მათი ხუთკაციანი კომიტეტიდან მოყოლებული, იქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, 4 ოქტომბერს გეგმავდნენ, რომ შეკრებილიყვნენ სახელმწიფოს გადატრიალებისა და დამხობის მიზნით.ამ მუქარების გარდა, ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს ისინი უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ, ამიტომ ბრალი, რომელიც მათ ედებათ, არის თვალნათელი და თითოეული ჩვენგანი ვუყურებდით ამას. იქ მყოფი ადამიანები, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მონაწილეები იყვნენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1759833324
ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1759833073
სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.პროკურორის განცხადებით, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით, პროკურატურამ 5 პოლიტიკოსს ბრალი გუშინ წაუყენა.
1759831260
როგორც ჩანს, 35 წლის ინსტრუქტორი თავის მოსწავლეს და ტანდემური მოწყობილობას მოწყდა, რომელიც ხტომის დროს ორ ადამიანს აკავშირებს და მათ პარაშუტს ამაგრებს.პოლიციის ვერტმფრენმა, ფულერის ცხედარი ტყეში რამდენიმე საათის შემდეგ იპოვა. ნეშვილის სახანძრო სამსახურმა რამდენიმე კიბე გამოიყენა მის 46 წლის კლიენტთან მისასვლელად, რომელიც, სარეზერვო პარაშუტის მეშვეობით, ვარდნას გადაურჩა და ხეზე ჩამოკიდებულს, მაშველების ლოდინი რამდენიმე საათი განმავლობაში მოუწია.მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოწყდა მოსწავლეს გამოცდილი პარაშუტისტი ჯასტინ ფულერი.
1759829183
"ნურავის მიაყენებენ შეურაცხყოფას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ნუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას აქვს ერთსაათიანი, ან რამდენიმე დღის მეხსიერება, გადახედონ მათ ძალიან მოკლე, რამდენიმე დღიან რეტროსპექტივას, თუ რა განცხადებებს აკეთებდე და რომელ თავშეყრას შეუერთდნენ თითოეული მათგანი, რომელიც დღეს გამოდის და ემიჯნება, ზოგადად გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება, ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა. ეს კიდევ ცალკე საკითხია ამ დიდ დანაშაულს რომ თავი დავანებოთ და უბრალოდ პოლიტიკურ, მორალურ, ადამიანურ ჭრილში შევხედოთ. თავისი თანაგუნდელებისგან გამიჯვნა როდესაც ნახავენ, რომ რაღაც საშიშროებას, საფრთხეს, ჩავარდნილ სცენარს. გამიჯვნა, გაქცევა, გადაბრალება, ღალატი ეს არის მათი მორალური სახე, იმიტომ, რომ ისინი ღალატობდნენ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ღალატობდნენ ქვეყანას ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლა რატომ გვიკვირს თუ უღალატებენ თავიანთ თანაგუნდელებს და რამდენიმე საათში ერთხელ შეიცვლიან თავის აზრს, ან გააკეთებენ რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას სხვადასხვა თემაზე“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პაატა ბურჭულაძე - გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები
1759602505
შსს: სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს
1759617709
იაგო ხვიჩია - ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა, ხალხი გაშარეს
1759611662
პაატა ბურჭულაძე დააკავეს
1759617519
"ნანუ ნანა სანდერი, ადამიანი, რომელმაც ემიგრანტების აკრეფილი ფული მიითვისა და აქციის წინა ხაზს აღჭურვილობა არ შეუძინა" - ელისო კილაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
1759743175