თბილისში, მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადბენ, სამაშველო სამსახური ადგილზე შეტყობინებისთანავე გავიდა.
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
